„კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატი 2021” გამარჯვებულების დაჯილდოება

კომაროვის სკოლაში 2021 წელს „კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატი“ დაფუძნდა.


ჩემპიონატის ფარგლებში ჩამოყალიბდა ხუთი  ლიგა: „მე-7 კლასის ლიგა“; „მე-8 კლასის ლიგა“; „მე-9 კლასის ლიგა“;  „გრიგოლ წულაიას ლიგა“ და  „სუპერლიგა“.


ჩემპიონატის მიზანია მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეების  მოტივაციის ამაღლლება, მათი სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. 


ჩემპიონატის ფარგლებში 2021 წლის მარტი-ივნისის პერიოდში  თითოეულ ლიგაში გაიმართა 6 ტური, რომელთა შედეგებითაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.


15 დეკემბერს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.


თითოეული ლიგის პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ, როგორც დიპლომებით, ასევე ფასიანი პრიზებით.


მოსწავლეების მიღწეული შედეგებისთვის დაჯილდოვდნენ მათემატიკის პედაგოგები: ლერი ბანცური, ლიკა გიგაური, ნინო გულუა,  ეკა ვეკუა, ვალერი ზატუაშვილი,  გოჩა კუბლაშვილი,  მანანა  წიკლაური,  გიორგი ძაგანია,  ვახტანგ ჯაოშვილი, ნანა ჯაფარიძე, მალხაზ ჯინჭარაძე.


კომაროვის სკოლა მადლობას უხდის წრეების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსს, მიხეილ მებონიას და მათემატიკის წრის ხელმღვანელებს: გიორგი არაბიძეს, ლერი ბანცურს, ლაშა ფერაძეს, ალექსანდრე საათაშვილს, თეიმურაზ თოლორაიას და საბა ლეფსვერიძეს ჩემპიონატის ჩატარებაში გაწეული წვლილისთვის.


 „კომაროვის მათემატიკის ჩემპიონატი 2021“-ის  გამარჯვებულები.

იხილეთ ფოტოები დაჯილდოებიდან


კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს  და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!



ზემოთ